Loading data...
დონალდ ტრამპი: აშშ აღარ არის ფინანსურად ჩართული უკრაინაში მიმდინარე ომში

აშშ ცდილობს დაასრულოს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. სიტუაცია ამჟამად ადვილი არ არის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ აღარ არის „ფინანსურად ჩართული“ უკრაინაში მიმდინარე ომში, მხოლოდ ნატო ყიდის იარაღს, მაგრამ მათაც სურთ სიტუაციის მოგვარება.

თუმცა, ის აღიარებს, „ჩვენ გვაქვს პრობლემა ომთან დაკავშირებით, რომლის მოგვარებასაც ჩვენი ხალხი ახლა ცდილობს - რუსეთსა და უკრაინას შორის“.

„რვა ომი მოვაგვარე. ეს მეცხრე იქნება და ჩვენი ხალხი ახლა რუსეთშია, რათა ნახონ, შეგვიძლია თუ არა მისი მოგვარება. ადვილი სიტუაცია არ არის, გეტყვით, რა არეულობაა. ეს არის ომი, რომელიც არასდროს მოხდებოდა, პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.