დონალდ ტრამპა სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელად სკოტ ბესენტი წარადგინა
აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელად ამერიკელი ინვესტორის სკოტ ბესენტი წარადგინა. ამის შესახებ BBC წერს.
ბესენტის ამ თანამდებობაზე არჩევის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა.
„სკოტს პატივს სცემენ, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო ინვესტორსა და გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ სტრატეგს და დიდი ხანია, არის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ პოლიტიკის პრინციპების მხარდამჭერი. სკოტი მხარს დაუჭერს ჩემს პოლიტიკას, რომელიც წაახალისებს აშშ-ის კონკურენტუნარიანობის გაზრდას და შეწყვეტს უსამართლო სავაჭრო დისბალანსს, იმუშავებს ისეთი ეკონომიკის შექმნაზე, სადაც მთავარი ზრდას იქნება, განსაკუთრებით ჩვენი მომავალი მსოფლიო ენერგეტიკული ბატონობის ხარჯზე“, – განაცხადა ტრამპმა.
62 წლის ბესენტს არ აქვს მნიშვნელოვან პოლიტიკურ თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება. ამჟამად ის ხელმძღვანელობს საინვესტიციო ფონდს Key Square Management.
2011-დან 2015 წლამდე ის მთავარი საინვესტიციო დირექტორის თანამდებობას იკავებდა Soros Fund Management-ში. ეს არის ერთ-ერთ მთავარ საინვესტიციო მართვის ფონდი, რომელიც მაგნატმა, ჯორჯ სოროსმა დააფუძნა. Soros Fund Management-ი სხვა პროექტებთან ერთად აფინანსებდა „ღია საზოგადოების“ ფონდების (Open Society Foundations) ზოგიერთ პროექტებს.
როგორც Bloomberg-ი წერს, ბესენტი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპის მთავარი ეკონომიკური მრჩეველი იყო. მან შეიმუშავა ეკონომიკური პოლიტიკა და მოამზადა მნიშვნელოვანი გამოსვლები.
ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ ბესენტი ცნობილია აშშ-ის მონეტარული პოლიტიკის გადახედვის სურვილით, თუმცა ის არ უჭერს მხარს დოლარის აქტიურ გაუფასურებას. მან არაერთხელ განაცხადა, რომ გარკვეულ ეკონომიკურ ინიციატივებს, მაგალითად, ტარიფებს, დოლარის კურსის გამყარება შეუძლია.