დომინიკელთა რესპუბლიკაში ელექტროენერგია გაითიშა
კარიბის ზღვაში მდებარე დომინიკელთა რესპუბლიკაში ელექტროენერგია გაითიშა. ამის მიზეზად ელექტროგადაცემის სისტემაში მომხდარი ავარია სახელდება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
თავდაპირველად ელექტროენერგია ქალაქ სან პედრო დე მაკორისის ელექტროსადგურზე გაითიშა. ამას კი მთელ ქვეყანაში ელექტროქვესადგურებზე ელექტროენერგიის გათიშვა მოჰყვა. რა გახდა პირველი ავარიის მიზეზი, უცნობია.
ყველაზე მეტად ბლექაუთი ქვეყნის დედაქალაქს, სანტო-დომინგოს და პოპულარულ საზღვაო კურორტს, პუნტა-კანას შეეხო. ბლექაუთის გამო შეფერხებული იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, მათ შორის გაითიშა მეტრო და საბაგიროები. საავადმყოფოები, ბანკები და სხვა მსხვილი დაწესებულებები ავტონომიურ გენერატორებზე გადაერთვნენ.
მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს დომინიკელთა რესპუბლიკა და კიდევ რამდენიმე ქვეყანა - კუბა, იამაიკა, ჰაიტი დ ბაჰამის კუნძულები, ქარიშხალმა „მელისამ“ სერიოზულად დააზარალა. დომინიკელთა რესპუბლიკაში, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა.