Loading data...
დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს, შორის სატელეფონო საუბარი ამჟამად დღის წესრიგში არ არის, განაცხადა რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.

„პრეზიდენტი პუტინი და პრეზიდენტი ტრამპი საჭიროების შემთხვევაში სატელეფონო საუბრებს მართავენ. ასეთი საუბრების კოორდინაცია ძალიან სწრაფად შეიძლება. ამჟამად დღის წესრიგში საუბარი არ არის“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

„უკრაინის საკითხზე მედიაციის პროცესი ამჟამად შეჩერებულია“, - განაცხადა მან კითხვაზე, ხედავს თუ არა კრემლი რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის პირდაპირი კონტაქტის საჭიროებას.