1763097768
უცხოეთი
დმიტრი პესკოვი: უკრაინა ადრე თუ გვიან იძულებული გახდება დიალოგს დაუბრუნდეს
უკრაინა ადრე თუ გვიან იძულებული გახდება დიალოგს დაუბრუნდეს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„უკრაინულმა მხარემ უნდა იცოდეს, რომ ადრე თუ გვიან მოლაპარაკებების წარმოება მოუწევს, მაგრამ გაცილებით უარესი პოზიციიდან. კიევის რეჟიმის პოზიცია დღითი დღე უარესდება“, - ხაზგასმით აღნიშნა პესკოვმა.
მისი თქმით, „რუსეთი უკრაინის საკითხის დიპლომატიური გზით მოსაგვარებლად მზად არის“.