Loading data...
დმიტრი პესკოვი: ევროპა ომზეა ორიენტირებული

„ადრე თუ გვიან, ევროპაში საერთო უსაფრთხოების არქიტექტურაზე ფიქრი საჭირო გახდება, ზოგიერთს ეს უკვე ესმის“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჯერჯერობით ევროპასთან სამომავლო შეთანხმებებში საერთო ენა არ ჩანს, ევროპა კვლავ ომზეა ორიენტირებული, ევროპა, ასე ვთქვათ, მილიტარისტულ ყოყოჩობაშია ჩართული და საერთო ენის ძიების სურვილის აბსოლუტურად არანაირი სიგნალი არ არსებობს.

მაგრამ, რა თქმა უნდა, ის ადამიანები, ვინც ამას ხვდებიან, ადასტურებენ, რომ ადრე თუ გვიან, ევროპაში საერთო უსაფრთხოების არქიტექტურაზე ფიქრი საჭირო გახდება. ამას ვერსად გაექცევი“, - აღნიშნა პესკოვმა.