Loading data...
დიპლომატიური დაპირისპირება აშშ-სა და ბრაზილიას შორის - ვაშინგტონმა ბრაზილიის ელჩს ვიზა გაუუქმა

„აშშ-მა ვაშინგტონში ბრაზილიის ელჩს მარია ლუიზა რიბეირო ვიოტის ვიზა გაუუქმა“, - ამის შესახებ BBC წერს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გასულ თვეს, ბრაზილიის მთავრობამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ორ მაღალჩინოსანს ქვეყანაში ჩასვლის ნებართვა არ მისცა.

ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ განაცხადა, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები ბრაზილიის არჩევნებში „ჩარევას“ ცდილობდნენ. ვაშინგტონმა ეს ბრალდება „უსაფუძვლოდ“ შეაფასა.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ვიზის გაუქმება ბრაზილიის ელჩის ქვეყნიდან გაძევებას არ ნიშნავს და გადაწყვეტილებას „საპასუხო ნაბიჯი“ უწოდა.

„რამდენიმე კვირის განმავლობაში მუდმივად ვუკავშირდებოდით ბრაზილიის მთავრობას და მივეცით ყველა შესაძლებლობა, სწორი გადაწყვეტილება მიეღოთ, თუმცა ისინი პროცესს მუდმივად აჭიანურებდნენ და გაურკვევლობას ქმნიდნენ“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.