Loading data...
დიმიტრი პესკოვი: პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრის გამართვის საჭიროება ამჟამად არ არსებობს

კრემლი ვლადიმერ პუტინის დონალდ ტრამპთან შეხვედრას ამ ეტაპზე, საჭიროდ არ მიიჩნევს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებისთვის პრეზიდენტების შეხვედრა გადამწყვეტი არ არის.

„პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრის გამართვის საჭიროება ამჟამად, არ არსებობს. რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის შეხვედრა შესაძლებელია, მაგრამ არა საჭირო, რადგან ამ ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა კონფლიქტის მოგვარების დეტალების დამუშავებას ენიჭება“, - განაცხადა პესკოვმა.