1756909929
უცხოეთი
დიდმა ბრიტანეთმა ახმად კადიროვის ფონდს და რამზან კადიროვის დედას სანქციები დაუწესა
დიდმა ბრიტანეთმა ახმატ კადიროვის ფონდის და რამზან კადიროვის დედის, აიმაი კადიროვას წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
აიმანი კადიროვა ახმატ კადიროვის ფონდის პრეზიდენტია. ის რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნით არის დაკავებული.
სანქციები დაუწესდა ასევე კრემლის მიერ შექმნილ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს „,მემარჯვენეთა მოძრაობას“ და „გამარჯვების მოხალისეებს“. სანქციები დაუწესდა ასევე რამდენიმე პირს, რომლებსაც უკრაინიდან ბავშვების გაყვანასთან აქვთ კავშირი.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სანქციები მიმართულია იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც „რუსეთში მყოფი უკრაინელი ბავშვების იდეოლოგიურ დამუშავებას მხარს უჭერს“.