Loading data...
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი გარდაიცვალა

ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 

„ტედ ტერნერი, მედიასფეროს გამოჩენილი მოღვაწე და ფილანთროპი, რომელმაც CNN დააფუძნა, გარდაიცვალა. ის 87 წლის იყო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

როგორც მედიასაშუალება წერს, ოჰაიოში დაბადებულმა ბიზნესმენმა მედია იმპერია შექმნა, რომელიც მოიცავდა საკაბელო ტელევიზიის პირველ სადგურს, ფილმებისა და მულტფილმების პოპულარულ არხებს, ასევე პროფესიონალურ სპორტულ არხებს, როგორიცაა „ატლანტა ბრეივსი“.

ტერნერი ასევე იყო ფილანტროპი. 

2018 წელს ტერნერმა განაცხადა, რომ მას დაუდგინეს ლევის სხეულაკების დემენცია - ტვინის პროგრესირებადი დაავადება.