Loading data...
CNN: 10 აპრილს აშშ-სთან მოლაპარაკებებში ირანის დელეგაციას ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი უხელმძღვანელებს

10 აპრილს აშშ-სთან მოლაპარაკებებში ირანის ჯგუფს ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ირანულ სააგენტოისნაზე“ დაყრდნობით ავრცელებს. 

თუმცა, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმმა“ განაცხადა, რომ ირანის დელეგაციის ხელმძღვანელი ჯერ არ არის შერჩეული.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა CNN-ს ადრე განუცხადეს, რომ შეხვედრა, სავარაუდოდ, ისლამაბადში გაიმართება პაკისტანელი შუამავლების თანდასწრებით. აშშ-ის მხრიდან მოლაპარაკებებში, სავარაუდოდ, ჩაერთვებიან დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, სიძე ჯარედ კუშნერი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი.