ჩრდილოეთ კორეამ მორიგი სარაკეტო წვრთნები ჩაატარა
მორიგი სარაკეტო წვრთნების ფარგლებში ჩრდილოეთ კორეამ ახლო მოქმედების რამდენიმე რაკეტა გაუშვა. რაკეტების გაშვება სამხრეთ კორეის სამხედროებმა დააფიქსირეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
სეულის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ის ვინსანის მხრიდან აღმოსავლეთ ზღვის მიმართულებით გაუშვეს. რაკეტამ დაახლოებით 240 კმ გაიფრინა.
წელს ჩრდილოეთ კორეამ რაკეტები უკვე მეოთხედ გაუშვა. ამის გამო სამხრეთ კორეაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა ჩატარდა. სეულმა ფხენიანს მოუწოდა, რომ „შეწყვიტოს პროვოკაციები, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს არღვევს“.
სამხრეთ კორეის ამჟამინდელი პრეზიდენტი ლი ჩჟე მორის თანამდებობის დაკავების დღიდან ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობს. 6 აპრილს მან განაცხადა, რომ დრონი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე შეფრინდა, სამხრეთ კორეას ეკუთვნოდა და ამ ფაქტზე სინანული გამოთქვა.
საპასუხოდ კი ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ სამხრეთ კორეა მისთვის კვლავ მტრად რჩება. ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჩან გიმ ჩხოლმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეა ფხენიანისთვის „ყველაზე მტრულ სახელმწიფოდ რჩება“.