1768057935
უცხოეთი
ჩინეთმა, რუსეთმა და ირანმა სამხრეთ აფრიკის წყლებში ერთობლივი საზღვაო წვრთნები დაიწყეს
ჩინეთმა, რუსეთმა და ირანმა, 10 იანვარს, სამხრეთ აფრიკის ტერიტორიულ წყლებში ერთკვირიანი ერთობლივი საზღვაო წვრთნები დაიწყეს.
საზღვაო წვრთნები სახელწოდებით „ბრიქს პლუსი“ დღეს დაიწყო და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
ჩინეთის სამხედრო მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ წვრთნებში ბრაზილია, ეგვიპტე და ეთიოპია დამკვირვებლების სახით იღებდნენ მონაწილეობას.
სამხრეთ აფრიკის შეიარაღებული ძალების განცხადებით, წვრთნების მიზანი „საზღვაო ნავიგაციისა და საზღვაო ეკონომიკური საქმიანობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა“.