ჩეხეთის პრეზიდენტი - თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ყველანი წავაგებთ
„რუსეთს ამ კონფლიქტიდან გამარჯვებული გამოსვლის უფლებას თუ მივცემთ, ყველანი წავაგებთ“, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა.
პაველის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უკრაინამ ეს ომი არ წააგოს.
„არ უნდა დავუშვათ, რომ უკრაინამ ეს ომი წააგოს.თუ რუსეთს ამ კონფლიქტიდან გამარჯვებული გამოსვლის უფლებას მივცემთ, ყველანი წავაგებთ“, - აღნიშნა პაველმა
ამასთან, ჩეხეთის პრეზიდენტმა გააკრიტიკა ნატოს რეაგირება რუსული თვითმფრინავებისა და დრონების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევებზე.
„მჯერა, რომ დადგება დრო, როდესაც ჩვენ უფრო მკაცრი ზომების მიღება მოგვიწევს, მათ შორის რუსული თვითმფრინავების ან დრონების პოტენციურად ჩამოგდება. რუსეთი არ დაუშვებს თავისი საჰაერო სივრცის განმეორებით დარღვევას. და ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ“, – აღნიშნა პეტრ პაველმა.