Loading data...
ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვისთვის 27 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონარუს, სამხედრო გადატრიალების დაგეგმვაში დამნაშავედ ცნეს და 27 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. აღნიშნულ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. 

 მედიასაშუალების ცნობით, უზენაესი სასამართლოს ხუთი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ დაადგინა, რომ ბოლსონარუ ხელმძღვანელობდა შეთქმულებას, რომელიც მიზნად ისახავდა მის ხელისუფლებაში დარჩენას მას შემდეგ, რაც მემარცხენე კონკურენტ ლუის ინასიუ ლულა და სილვასთან არჩევნები წააგო.

ოთხმა მოსამართლემ ის დამნაშავედ ცნო, ერთმა კი მის გამართლებას მისცა ხმა.

უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს, ასევე, აუკრძალა 2033 წლამდე საჯარო თანამდებობებზე კენჭისყრა.

ბოლსონარუ შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. ის სასამართლო პროცესის ამ დასკვნით ფაზას პირადად არ დასწრებია.