1764676082
უცხოეთი
აზიის რამდენიმე ქვეყანაში მომხდარ წყალდიდობას 1200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
ინდონეზიაში, შრი-ლანკაზე და ტაილანდში მომხდარ წყალდიდობას 1200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. კიდე 800 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
მრავალდღიანმა მუსონურმა წვიმებმა ფართო ტერიტორია დატბორა. ათასობით ადამიანი გარე სამყაროს მოწყვეტილია.
ყველაზე მეტად წყალდიდობისგან ინდონეზია დაზარალდა. იქ მაშველები დაზარალებულ რეგიონებამდე მისვლას, ხშირ შემთხვევაში, ვერ ახერხებენ. მდგომარეობას განადგურებული ინფრასტრუქტურა და ცუდი ამინდი ართულებს.
სამი აზიური ქვეყნის ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ამინდის გაუარესება მომდევნო დღეებშიც არის მოსალოდნელი.