Loading data...
Axios: ზელენსკი, შესაძლოა, ევროპაში უიტკოფს და კუშნერს შეხვდეს

ამერიკულმა გამოცემა „Axios“-მა გაავრცელა ინფორმაცია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ამერიკელი მომლაპარაკებლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის შესაძლო შეხვედრის შესახებ, რომლებიც  კრემლში ვლადიმერ პუტინს ხვდებიან ომის დასრულების საკითხზე სასაუბროდ. აღნიშნულის შესახებ Axios-ი ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც მედია წერს, მოსკოვში შეხვედრა აშშ-ის „სამშვიდობო გეგმაზე“ ორკვირიანი ინტენსიური დიპლომატიური მოლაპარაკებების შემდეგ გაიმართა. ეს უიტკოფის მეექვსე შეხვედრაა პუტინთან რუსეთში, თუმცა მათი პირველი პირისპირ მოლაპარაკებებია აშშ-რუსეთის სამიტის შემდეგ, რომელიც ალასკაში აგვისტოში გაიმართა. ეს, ასევე, პირველი შემთხვევაა, როდესაც მოლაპარაკებებს კუშნერი დაესწრება.

ორი წყაროს ცნობით, ისინი ვოლოდიმირ ზელენსკის პუტინთან საუბრის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.