Axios: აშშ-ირანის მოლაპარაკებები ჩაშლის პირასაა
აშშ-ირანის მოლაპარაკებები ჩაშლის პირასაა, - ამის შესახებ „აქსიოსს“ ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა.
როგორც მედია წერს, შეერთებული შტატები და ირანი შეთანხმდნენ, რომ პარასკევს სტამბოლში შეხვდებოდნენ, თუმცა 3 თებერვალს ირანმა მოითხოვა, რომ მოლაპარაკებები ომანში გაიმართოს. ირანს სურს, მოლაპარაკებები ჩატარდეს მხოლოდ ორმხრივ ფორმატში და მხარეებმა მხოლოდ ბირთვული პროგრამის საკითხზე ისაუბრონ და არა სხვა თემებზე.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განიხილეს მოლაპარაკებების ადგილის შეცვლის მოთხოვნა, თუმცა გადაწყვიტეს, რომ ეს მოთხოვნა უარყონ.
„ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ან ეს, ან არაფერი. მათ გვიპასუხეს, რომ მაშინ არაფერი“, - განაცხადა აშშ-ის მაღალჩინოსანმა.
როგორც ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, თუ ირანელები მზად იქნებიან თავდაპირველ ფორმატს დაუბრუნდნენ, შეერთებული შტატები მზადაა მომავალ კვირაში შეხვდეს.
„ჩვენ გვსურს სწრაფად მივაღწიოთ რეალურ შეთანხმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ვარიანტების განხილვას დაიწყებთ“, - განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.