Loading data...
ავსტრალიამ უკრაინას „აბრამსის“ ტიპის ტანკები გადასცა

ავსტრალიამ უკრაინას „აბრამსის“ ტიპის ამერიკული ტანკები გადასცა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

საერთო ჯამში, ავსტრალიამ უკრაინას 49 ტანკი უნდა გადასცეს. ავსტრალიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტანკების ნაწილი უკვე უკრაინაშია. საბრძოლო მანქანების საერთო ფასი 160 მლნ აშშ დოლარია.

ტანკების გადაცემას ავსტრალია შარშან აპირებდა. საუბარია ჩამოწერილ მანქანებზე, რომელთა გამოცვლას ავსტრალია უფრო თანამედროვე მანქანებით გეგმავს. ეს ტანკები საბრძოლო მოქმედებების ზონებში არ გამოყენებულა.

საერთო ჯამში, 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ავსტრალიამ უკრაინას 980 მლნ აშშ დოლარის სამხედრო დახმარება მიაწოდა.