1780995371
უცხოეთი
ავღანეთის სკოლებსა და სახელმწიფო უწყებებში სმარტფონები აკრძალეს
ავღანეთის „თალიბანი“ ლიდერმა, ხაიბატულა ახუნძადამ სახელმწიფო მოხელეებს და ორგანიზაციის წევრებს სმარტფონების გამოყენება აუკრძალა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
ამ წესის დამრღვევს სამართლებრივი დევნა და სამხედრო სასამართლოც კი ემუქრება. განკარგულება სასამართლო სტრუქტურებს და ძალოვან უწყებებს უკვე გადაეგზავნათ.
მანამდე თალიბების განათლების სამინისტრომ მოსწავლეებს სკოლებსა და რელიგიურ სასწავლო დაწესებულებებში სმარტფონების მიტანა აუკრძალა.