Loading data...
აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების პასუხად ტრამპმა დამატებით 10%-იანი გლობალური ტარიფების ამოქმედების შესახებ განაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ მისი ტარიფების გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ იგი დაუყოვნებლივ აამოქმედებს 10%-იან გლობალურ ტარიფს სავაჭრო კანონის მიხედვით, რომელიც ცნობილია, როგორც „122-ე მუხლი“.

სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კანონი, როდესაც 2025 წელს ცალმხრივად დაუწესა ტარიფები მსოფლიოს მრავალ ქვეყანას. 

თუმცა, ტრამპის მიერ დაწესებული წინა ტარიფებისგან განსხვავებით, ახალი გადასახადები ძალაში მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში იქნება, თუ კონგრესი მათ გახანგრძლივებას მხარს არ დაუჭერს.

ტრამპმა ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ ის დაიწყებს რამდენიმე ახალ მოკვლევას, რაც აუცილებელი წინაპირობაა ტარიფების დასაწესებლად ცალკეული სავაჭრო კანონის საფუძველზე, რომელიც ცნობილია, როგორც „301-ე მუხლი“.