აშშ-ის თავდაცვის მდივანმა სამხედრო ოპერაციის „სამხრეთის შუბის“ დაწყების შესახებ განაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნარკოკარტელების წინააღმდეგ ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა. ომის დეპარტამენტმა მისი განხორციელება უკვე დაიწყო.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკა სამხედრო ოპერაციას სახელწოდებით „სამხრეთის შუბი“ იწყებს.
ოპერაციას აშშ-ის სამხრეთ სარდლობა ჩაატარებს. თუმცა, ჰეგსეთს არ დაუსახელებია, თუ რომელი ქვეყნის წინააღმდეგ იქნება აღნიშნული ოპერაცია.
„პრეზიდენტმა ტრამპმა მოქმედების ბრძანება გასცა, ომის დეპარტამენტი კი მოქმედებს. დღეს მე ვაცხადებ ოპერაცია „სამხრეთის შუბის“ შესახებ. აღნიშნული მისია იცავს ჩვენ ქვეყანას, ათავისუფლებს ჩვენ ნახევარსფეროს ნარკოტერორისტებისგან და იცავს ჩვენ სამშობლოს ნარკოტიკებისგან, რომლებიც კლავს ჩვენ მოქალაქეებს“, - წერს აშშ-ის თავდაცვის მდივანი.
President Trump ordered action — and the Department of War is delivering.
— Secretary of War Pete Hegseth (@SecWar) November 13, 2025
Today, I’m announcing Operation SOUTHERN SPEAR.
Led by Joint Task Force Southern Spear and @SOUTHCOM, this mission defends our Homeland, removes narco-terrorists from our Hemisphere, and secures our…