1788358463
უცხოეთი
„აშშ-ის სამხედრო ძალები არასოდეს უმიზნებენ მშვიდობიან მოსახლეობას“ - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ირანის ბრალდებას უარყოფს
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა უარყოფს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის ბრალდებას მას შემდეგ, რაც ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხრეთ ირანში, სირიკის რაიონში, აშშ-ის დარტყმის შედეგად ქორწილში, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა.
„აშშ-ის სამხედრო ძალები არასოდეს უმიზნებენ მშვიდობიან მოსახლეობას, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისგან (IRGC) განსხვავებით“, - განუცხადა CENTCOM-მა Reuters-ს.
ცნობისთვის, ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი აშშ-ს „დიდ სატანას“ უწოდებს.