Loading data...
აშშ-ის გენერალური პროკურორი: დავიწყებთ სისხლის სამართლის დევნას იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც სამოქალაქო არეულობის დროს ლოს-ანჯელესის პოლიციას შეურაცხყოფას აყენებენ

აშშ-ის გენერალური პროკურორი პემ ბონდი აცხადებს, რომ ლოს-ანჯელესში არეულობის დროს სამართალდამცველებზე თავდასხმასთან დაკავშირებით ცხრა საქმეა აღძრული. აღნიშნულის შესახებ ბოდნიმ „ფოქს ნიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამ პირებს ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

„კალიფორნიის ხელისუფლება თუ არ დაიცავს მათ, ჩვენ დავიცავთ მათ და დავიწყებთ სისხლის სამართლის დევნას იმ პირების წინააღმდეგ, ვინც სამოქალაქო არეულობის დროს შეურაცხყოფას აყენებს ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტს. ჩვენ შეგვიძლია, სისხლის სამართლით გავასამართლოთ ისინი, ვინც სამართალდამცველი ორგანოების ოფიცრებს თავს ესხმის. ეს ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენ დავიწყებთ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს ფედერალურ დონეზე. კალიფორნია თუ არ დაიცავს თავის სამართალდამცველებს, ჩვენ დავიცავთ მათ. ამჟამად ჩვენ თავდასხმის ცხრა აღძრული საქმე და იქნება კიდევ მეტი.

კალიფორნიაში თუ ბიზნესს ძარცვავ, 20 წლამდე პატიმრობა გემუქრება. თქვენ აღარ შეაფურთხებთ სამართალდამცავი ორგანოს ოფიცერს. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, თუ შეაფურთხებთ, ჩვენ დაგარტყამთ. მოემზადეთ. თუ შეაფურთხებთ სამართალდამცველს, ჩვენს სისხლის სამართლის დანაშაულში წაგიყენებთ ბრალს. ფედერალური კანონმდებლობით, თქვენ ხუთ წლამდე პატიმრობა დაგემუქრებათ“, - აღნიშნა პემ ბონდიმ.