1793783777
უცხოეთი
არსებული მონაცემებით, „დემოკრატებმა“ სენატში 54 ადგილი მოიპოვეს, წარმომადგენელთა პალატაში კი - 225
„დემოკრატებმა“ კონგრესზე კონტროლი მოიპოვეს. წერს „გარდიანი“.
ამ დროისთვის, „დემოკრატებმა“ სენატში 54 ადგილი მოიპოვეს (მათ უმრავლესობის დასაბრუნებლად 51 ადგილი სჭირდებოდათ) და წარმომადგენელთა პალატაში 225 ადგილი (მათ ქვედა პალატის კონტროლის მოსაპოვებლად 218 ადგილი სჭირდებოდათ).
შესაბამისად, არსებული მონაცემებით, „რესპუბლიკელებს“ სენატში 44 მანდატი აქვთ, წარმომადგენელთა პალატაში კი - 138.
როგორც მედია წერს, ეს მონაცემები არ მოიცავს შედეგებს რამდენიმე საარჩევნო ოლქიდან, მათ შორის ალასკადან.