1752944883
უცხოეთი
ალიევი: თუ სომხეთი ზანგეზურის დერეფნის ბლოკირებას გააგრძელებს, შესაძლოა, სატრანზიტო ქვეყნის სტატუსი დაკარგოს

„თუ სომხეთი ზანგეზურის დერეფნის ბლოკირებას გააგრძელებს, მისი სატრანზიტო ქვეყნად გადაქცევის შანსები ნულს მიუახლოვდება“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შუშის გლობალური მედიაფორუმზე განაცხადა.
ალიევის თქმით, თუ სომხეთი ამ პროცესის ბლოკირებას გააგრძელებს, ქვეყანა არა მხოლოდ სატრანსპორტო, არამედ პოლიტიკურ იზოლაციაშიც აღმოჩნდება.
„სამწუხაროდ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სომხურ მხარეს ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით არაფერი გაუკეთებია. ეს საკითხი განზრახ იხსნება დღის წესრიგიდან. თუ ისინი კვლავ გააგრძელებენ ამ პროცესის დაბრკოლებას, ვფიქრობ, რომ სომხეთი არა მხოლოდ ვერ შეძლებს ამჟამინდელი სატრანსპორტო იზოლაციიდან გამოსვლას, არამედ გარკვეულწილად პოლიტიკური იზოლაციის მდგომარეობაშიც ჩავარდება“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.