Loading data...
Airbus-მა უპილოტო ვერტმფრენი შექმნა

კომპანია Airbus Helicopters-მა უპილოტო ვერტმფრენი შექმნა, რომელიც ხელოვნური ინტელექტით არის აღჭურვილი. ინფორმაციას airbus.com ავრცელებს.

შვეულმფრენი U145 კომპანიის პირველი უპილოტო საფრენი აპარატი არ არის. ამ მოდელის გამოცდა 2026 წლის ბოლოსთვის იგეგმება, ხოლო სერიულ წარმოებაში გაშვება - რამდენიმე წლის შემდეგ.

„U145 არის შვეულმფრენის, H145-ის უპილოტო ვერსია, რომელიც წლების განმავლობაში უკვე გამოცდილია, ცნობილის მისი პარამეტრები - ფრენის სიჩქარე, მანძილი, ტვირთამწეობა. ახალი მოდელი ავტონომიური დრონია“, - განაცხადა Airbus Helicopters-ს გენერალურმა დირექტორმა მატიე ლუვომ.

H145-სგან განსხვავებით, U145-ს არ ექნება პილოტის კაბინა. შესაბამისად, მისი კონსტრუქცია საბაზისო მოდელთან შედარებით ოდნავ განსხვავებული იქნება. მაგ. არ ექნება წინა მინები. 

იგეგმება ვერტმფრენი-დრონის გამოყენება ხანძრების ჩასაქრობად, დაზვერვისთვის, უპილოტო გემების მონიტორინგისა და სხვა მიზნებისთვის.