1762408278
კონფლიქტები
უკრაინის გენერალური შტაბი: პოკროვსკში რუსული ქვეითი ჯარის წინააღმდეგ აქტიური კონტრშეტევა გრძელდება
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა პოკროვსკში რუსული ქვეითი ჯარის წინააღმდეგ აქტიური კონტრშეტევის შესახებ განაცხადა.
„მიმდინარეობს ზომების მიღება მოწინააღმდეგის დასაბლოკად, რომელიც პოკროვსკში შეღწევასა და თავმოყრას ცდილობს. აქტიური კონტრშეტევა გრძელდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პოკროვსკში განლაგებულნი არიან - 425-ე ცალკეული თავდასხმის პოლკის თავდასხმის დანაყოფები, უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების რაზმების, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული გვარდიისა და თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ჯგუფები.