Loading data...
უკრაინაში ომი, შესაძლოა, 2025 წელს დასრულდეს - უკრაინელმა გენერალ-მაიორმა განმარტა, რა არის ამისთვის საჭირო

უკრაინაში ომი, შესაძლოა, 2025 წლის ბოლოსთვის დასრულდეს. თუმცა, ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ იმოქმედებს შეერთებული შტატები, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორმა სერგეი კრივონოსმა განაცხადა.

მას ჰკითხეს, შესაძლებელი იყო თუ არა ომის დასრულება 2025 წლის 31 დეკემბრისთვის, რადგან ეს იყო შეერთებული შტატების მიერ დასახული მიზანი. კრივონოსი არ უარყოფს მოვლენების ასეთ განვითარებას, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საომარი მოქმედებების დასასრულებლად გარკვეული პირობებია საჭირო.

„იცით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვადებთან დაკავშირებით განცხადებებს ვისმენთ... პრინციპში, ომის დასრულება ერთნახევარ-ორ თვეში შეიძლება, თუ აშშ რუსეთის მიმართ მკაფიო და მკაცრ პოზიციას დაიკავებს და მისი ეკონომიკური შესაძლებლობების წინააღმდეგ ვაჭრობაში, განსაკუთრებით კი ორმხრივ ვაჭრობაში რეალურ და მკაცრ სანქციებს შემოიღებს“, - აღნიშნა მან.

კრივონოსმა დასძინა, რომ რუსეთის ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, გააგრძელებს უკრაინის ტერიტორიის ნაწილების დაკავების მცდელობას, რასაც სისტემატურად აკეთებდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

მისი თქმით, ეს გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ცარიელი დაპირებები რეალურ ქმედებებად არ გადაიქცევა.