Loading data...
ცხინვალის სკოლები ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე გამნაღმველებმა დაათვალიერეს

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ცხინვალის სკოლები გამნაღმველებმა დაათვალიერეს. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

სასწავლო დაწესებულებების შემოწმებაში ე.წ. სამართალდამცავი ორგანოების ტექნიკური განყოფილებების შერეული ჯგუფი მონაწილეობდნენ. მათ როგორც სკოლების შენობები, ასევე მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერეს.