Loading data...
სოხუმში 3 დღის წინ დაჭრილი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში, საავადმყოფოში გარდაიცვალა რუსლან ადლეიბა, რომელიც 11 ნოემბერს სოხუმში დაჭრეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ორმხრივი სროლის დროს სოხუმში, საერთო ჯამში, 5 ადამიანი დაიჭრა. მათგან 2-ის მდგომარეობა მძიმე იყო.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დაკავებულია ორი პირი.

სროლა გუმის ქუჩაზე გენადი ადლეიბას დაკრძალვის დროს მოხდა. ის „კანონიერი ქურდი“ იყო, რომელიც სოხუმის „მაყურებლად“ ითვლებოდა. სროლის დროს დაჭრილთა შორის არის 59 წლის რაულ ბერცბა, მეტსახელად „პიზა“, რომელიც აფხაზეთის კრიმინალური სამყაროს ლიდერია. ადგილობრივი ტელეგრამ-არხები ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელთა მთავარი სამიზნე სწორედ ის იყო.