Loading data...
რუსეთმა სუმის ოლქში „უკრზალიზნიცის“ რკინიგზის სადგურზე მიიტანა იერიში - უკრაინული მხარე

რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით საშუალებით სუმის ოლქში რკინიგზის სადგურზე მიიტანა იერიში. არიან დაშავებულები. ამის შესახებ ინფორმაციას „უკრზალიზნიცის“ პრესსამსახური ავრცელებს.

არსებული ცნობით, დაშავებულია ვაგონის შემკეთებელი თანამშრომელი, რომელიც შეტევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. ამასთან, ინფორმაცია ვრცელდება დაცვის სამსახურისა და კავშირგაბმულობის სამსახურის თანამშრომლის დაშავების შესახებ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„უკრზალიზნიცის“ ცნობით, შეტევის შედეგად დაზიანდა სადგურის შენობა.