Loading data...
რუსეთმა პოკროვსკში გამოცდილი საზღვაო ქვეითთა ​​​​დანაყოფი განალაგა - უკრაინის მე-7 საზღვაო ქვეითთა ​​​​კორპუსი

რუსეთმა პოკროვსკის რაიონში გამოცდილი საზღვაო ქვეითთა ​​​​დანაყოფი განალაგა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-7 კორპუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„რუსეთის სარდლობამ პოკროვსკის რაიონში გამოცდილი საზღვაო ქვეითები გადაიყვანა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მოწინააღმდეგემ შეცვალა თავისი ტაქტიკა, ცდილობს ქალაქში რაც შეიძლება ღრმად შეაღწიოს ცალკეულ ან მცირე ჯგუფებად. პოკროვსკში მოწინააღმდეგის მთავარი მიზანია რაც შეიძლება ახლოს მივიდეს დრონების ოპერატორების ან ნაღმტყორცნების პოზიციებთან, სცადოს უკრაინის თავდაცვის ძალების დაშლა, ახალ პოზიციებზე დამკვიდრება და ასევე, „ნაცრისფერი ზონის“ საზღვრების გაფართოება“, - აღნიშნავენ სამხედროები.

სამხედროების ცნობით, ამავდროულად, აგრესორმა გააძლიერა თავდასხმის ოპერაციები და პოკროვსკის ალყაში მოქცევას ცდილობდნენ.

სამხედროები აღნიშნავენ, რომ ოკუპანტებმა გაზარდეს თავდასხმები სამოქალაქო სამიზნეებზე.

„არსებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთი გეგმავს გამოიყენოს თავისი დაჯგუფება დონეცკის რეგიონში ე.წ. „გადამწყვეტი გარღვევისთვის“ დიდი რაოდენობით პერსონალისა და აღჭურვილობის გამოყენებით. მტრის მთავარი მიზანი უცვლელი რჩება - პოკროვსკ-კრამატორსკ-სლავიანსკის აგლომერაციის დაკავება“, - აცხადებენებ სამხედროები.

ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-7 კორპუსის თავდაცვის ზონაში მყოფი დანაყოფები იყენებენ ყველა არსებულ ძალასა და საშუალებას მოწინააღმდეგის ტექნიკის გასანადგურებლად.