Loading data...
მარია ზახაროვა: კიევისთვის „ტომაჰავკების“ მიწოდება ომის დასრულებას ხელს ვერ შეუწყობს

რუსეთი აცხადებს, რომ კიევისთვის „ტომაჰავკების“ მიწოდება კონფლიქტის მოგვარებას ხელს ვერ შეუწყობს. განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ პენტაგონის გადაწყვეტილების კომენტირებისას გააკეთა.

„აშკარაა, და ამას ახლანდელი სიტუაცია და წინა წლებიც ადასტურებს, რომ მილიტარიზაციით და შეიარაღების მიწოდებით, განსაკუთრებით კი ტერორისტული რეჟიმისთვის, ვერანაირ დარეგულირებას ვერავინ ნახავს. და მით უმეტეს, არავინ ნახავს იმ საარჩევნო დაპირებების შესრულებას, რომლებსაც ახლა ხელისუფლებაში მყოფი ადმინისტრაცია იძლეოდა“, - განაცხადა ზახაროვამ.

ცნობისთვის, შტატების სამხედრო უწყებამ უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების მიწოდებას მხარი ორ დღის წინ დაუჭირა. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ უახლოეს დღეებში უკრაინა „პატრიოტის“ ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსის ორ გამშვებ მექანიზმს მიიღებს. ცნობას გერმანული არხი „გერმანული დახმარება უკრაინას“ სოციალურ ქსელში აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ იარაღს კიევს გერმანია პარტნიორებთან ერთად მიაწვდის.