1756652826
კონფლიქტები
ISW: რუსეთი გააძლიერებს თავდასხმებს უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე მომდევნო კვირების განმავლობაში
ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW ) ახალი ანგარიშის თანახმად, რუსებმა, შესაძლოა, უახლოეს კვირებში უკრაინაზე საჰაერო დარტყმები გააძლიერონ, მთავარ სამიზნეებს შორის კი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იქნება.
ISW-მა აღნიშნა, რომ ამავდროულად, რუსეთი აგრძელებდა უკრაინაზე დარტყმების განხორციელებას. რუსები ცდილობდნენ აშშ-ის ადმინისტრაციის დარწმუნებას, რომ ისინი კარგი მომლაპარაკებლები იყვნენ და ომის დასრულება სურდათ.
„რუსეთი, სავარაუდოდ, გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს მომდევნო კვირების განმავლობაში, რათა გამოიყენოს რაკეტებისა და დრონების განახლებული მარაგი, ასევე გააუარესოს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მდგომარეობა მომავალი ზამთრის წინ“, - ნათქვამია ISW-ის ანგარიშში.