Loading data...
ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან საქართველოს მოქალაქე გამოაძევეს

ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის ცნობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელმაც დე ფაქტო საზღვარი გადაკვეთა. მოგვიანებით საქართველოს მოქალაქე თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გააძევეს. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, დაკავებული საჩხერის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, 48 წლის მამუკა ბაღაურია.

დე ფაქტო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქემ ჯავის რაიონში ე.წ. საზღვარი შემთხვევით გადაკვეთა. ამის გამო ის დააჯარიმეს და ოკუპირებული რეგიონიდან გააძევეს.