1762116900
კონფლიქტები
ბენიამინ ნეთანიაჰუ ამტკიცებს, რომ ისრაელი ღაზაში ნებისმიერ „საფრთხეს“ უპასუხებს
„ისრაელი ღაზაში ნებისმიერ საფრთხეს უპასუხებს“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
როგორც ნეთანიაჰუმ იერუსალიმში, კაბინეტის სხდომის დაწყებისას აღნიშნა, ღაზაში ისრაელის ნებისმიერი ქმედების შესახებ ვაშინგტონს აცნობებენ.
„ჩემი მითითება ცალსახაა: თუ ჩვენი სამხედროების დაზიანების მცდელობა იქნება, ჩვენ დავარტყამთ როგორც თავდამსხმელებს, ასევე მათ ორგანიზაციას, რათა დავიცვათ ჩვენი ჯარები. ეს ჩვენი მოთხოვნაა. ჩვენ ვაცნობებთ ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, მაგრამ არ ვთხოვთ მათ ნებართვას. ეს უნდა იყოს გასაგები, რადგან ბევრ რამეს ვისმენ, რაც უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.