Loading data...
ოთარ ანგურიძე: სების ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიურ-ანალიტიკური ანგარიში ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას

„საქართველოს ეროვნული ბანკის ეკონომიკური მონაცემების პორტალის და ინფლაციის ინტერაქტიურ-ანალიტიკური ანგარიშის ფორმით მონაცემების მიწოდება ამარტივებს ინფორმაციის დამუშავებას“, - ამის შესახებ ეკონომისტი ოთარ ანგურიძემ სების ახალი ანალიტიკური პლატფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ეკონომისტი მიიჩნევს, რომ მსგავსი პორტალები მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაუწევს როგორც პროფესიონალებს, ისე აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, რადგან მონაცემების დამუშავებისა და შემდგომი ანალიზის გამარტივების შესაძლებლობას იძლევა. მისი შეფასებით, სისტემატიზებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ამცირებს მონაცემების დამუშავებისას შეცდომების რისკს და აუმჯობესებს ანალიტიკური მასალების ხარისხს. ანგურიძის თქმით, რაც უფრო სრულყოფილი იქნება ინფორმაციის მიწოდება, მით უფრო გაიზრდება საზოგადოების ინფორმირებულობა და მომზადებული ანალიტიკური მასალების ხარისხიც.

„ასეთი ტიპის პორტალები ძალზე მნიშვნელოვანია პროფესიონალებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისთვის. მსგავსი ტიპის დამუშავებული ინფორმაციის მიწოდება საგრძნობლად ამარტივებს, უკვე შემდგომ, ამ ინფორმაციის კიდევ უფრო მეტად დამუშავებასა და დახვეწას. რაც მთავარია, ეს სიახლე მონაცემების დამუშავებისას გამორიცხავს შეცდომებს და ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობის დონეს“, - განაცხადა ეკონომისტმა ოთარ ანგურიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ფარგლებში შექმნილი ორი ინტერაქტიური ინსტრუმენტი - ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიურ-ანალიტიკური ანგარიში წარადგინა.