Loading data...
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 იანვრი ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6971 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6982 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1405 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1512 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0625 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 10 იანვარს შევა ძალაში.