1749110630
ბიზნესი
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ივნისის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, ივნისში 5 სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, სფეროს ექსპერტებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და მიღებული ცოდნით საკუთარი ბიზნესის განვითარებას შეუწყონ ხელი.
ივნისი შეხვედრების განრიგი:
- პირველი ტრენინგი 13 ივნისს, ონლაინ ფორმატში, ოპერაციების მართვის თემატიკაზე ჩატარდება და მას ბიზნესკონსულტანტი, მირანდა მანჯგალაძე გაუძღვება
- მეორე შეხვედრა 17 და 19 ივნისს, ასევე ონლაინ ფორმატში გაიმართება და ის ელექტრონული კომერციის თემატიკას დაეთმობა. ტრენინგს ელექტრონული კომერციის სპეციალისტი, კატო რამიშვილი ჩაატარებს
- მესამე ტრენინგი 24 ივნისს გაიმართება საგადასახადო საკითხების თემატიკაზე. ტრენერი, დავით პაპიაშვილი საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითად პრინციპებზე ისაუბრებს და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითებს განიხილავს
- კიდევ ერთი ონლაინ ტრენინგი 26 ივნისს ჩატარდება და ის ხშირად დაშვებულ ფინანსური შეცდომების თემატიკას დაეთმობა. ტრენინგს ბიზნესკონსულტანტი, შალვა ახრახაძე გაუძღვება
- ივნისის თვის ბოლო, მეხუთე ტრენინგი 30 ივნისს, ექსპორტის ციკლის თემატიკას დაეთმობა და მას, გიორგი გუდაბაძე, Savvy-ს ასოცირებული პარტნიორი ჩაატარებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში ჩართვა თიბისის ბიზნესმომხმარებლებს წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ, ბმულზე: tbcbank.ge/ka/business/education სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი.
კურსებზე დასწრება უფასოა და ის ბიზნესგანათლების ხელმისაწვდომობასთან ერთად, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის უახლესი და მათთვის სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას ისახავს მიზნად.