Loading data...
ფინანსური განათლება SME ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორქშოპი გაიმართება

საქართველოს ბანკი, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას აგრძელებს. ამ მიზნით, 3 დეკემბერს მეწარმე ქალებისთვის ფინანსური განათლების თემაზე ვორქშოპი გაიმართება.

შეხვედრას გაუძღვება მირანდა მანჯგალაძე, საცალო ვაჭრობის სფეროს ექსპერტი და ბიზნეს ქოუჩი, რომელიც მონაწილეებს ბიზნესის მდგრადი ზრდისთვის აუცილებელ ცოდნასა და პრაქტიკულ ინსტრუმენტებს გაუზიარებს.

რა გელით ვორქშოფზე?

ვორქშოპი ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდება, რაც ხელს შეუწყობს აქტიურ დისკუსიას - მეწარმე ქალებს შესაძლებლობას მისცემს, პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე ბიზნესის საჭიროებები გააანალიზონ.

ვორქშოპზე განიხილება შემდეგი საკითხები თემები:

  • ხარჯების ეფექტური სტრუქტურა
  • სწორი საფასო სტრატეგიის შერჩევა
  • ფინანსური ანგარიშგებების წაკითხვისა და ინტერპრეტაციის ძირითადი პრინციპები
  • მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება ყოველდღიურ ოპერაციებში და სხვა

ეს ვორქშოპი მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და განკუთვნილია მხოლოდ ქალი მეწარმეებისთვის.

ღონისძიება 3 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ბანკის 4B ფილიალში (ალექსანდრე ყაზბეგის N15) გაიმართება

ვორკშოპზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

ვორქშოპი საქართველოს ბანკის ერთიანი სივრცის, Business 360˚-ის ნაწილია. პლატფორმა ბიზნესის დასაწყებად, გასაფართოებლად და საწარმოო პროცესების გასაუმჯობესებლად საჭირო რესურსებს აერთიანებს, მათ შორის: კონსულტაციებს, საგანმანათლებლო პროექტებს, კვლევებსა და ღონისძიებებს.