Loading data...
როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში?

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. 

2 ივლისს გვიან საღამოდან 4 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის დროგამოშვებით გაძლიერება.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).