1761553258
ამინდი
„მოსალოდნელია წვიმა, შესაძლებელია ელჭექი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა“ - 29 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო 29 ოქტომბერს მოსალოდნელ ამინდის პროგნოზთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
29 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).