1783518334
ამინდი
+39, +42 - გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატის სამმართველოს განყოფილების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ზაფხულში, ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ჰაერის ტემპერატურის მატება
საქართველოში საშუალო ტემპერატურა ზაფხულის განმავლობაში მცირედით მაღალი იქნება, ხოლო ნალექი ნორმაზე ნაკლები ან ნორმის ფარგლებში, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატის სამმართველოს განყოფილების ხელმძღვანელმა ხათუნა ქოქოსაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ზაფხულში, ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ჰაერის ტემპერატურის მატება დაბლობსა და ბარში +39, +42 გრადუსამდე, მთიან ზონაში + 37, +40 გრადუსამდე, ხოლო მაღალმთიან ზონაში +33, + 37 გრადუსამდე.
„ზაფხულის პერიოდის განმავლობაში შესაძლებელია ზაფხულისთვის დამახასიათებელი მოვლენები, როგორიცაა: გვალვა, თბური ტალღები, ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ძლიერი ნალექიც“, - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატის სამმართველოს განყოფილების ხელმძღვანელმა.