ნოდარ დუმბაძის მოზარდმაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი ქეთევან დუმბაძეს მწერალთა სახლის ხელმძღვანელად დანიშვნას ულოცავს.
„ქეთი დუმბაძე არის თავისი სახელით და გვარით ადამიანი, რომელიც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ცხოვრობს ლიტერატურით. აქედან გამომდინარე, მე მას ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებას. მას აქვს ის ენერგეტიკა, სილაღე, ეს უკვე ნამდვილად გენეტიკურია, საოცარი გადამდები სიკეთე და მზის სხივი, რომლითაც ის ანათებს. არ გამკვირვებია ეს ბულინგი, მაგრამ რა ვქნა. მე მაქვს ჩემი მიდგომა ამ სოციალურ ქსელებთან და მე მას ვიყენებ ან საკუთარი თეატრის გასაპიარებლად, ან იმ ადამიანების მოგონებებს ვაქვეყნებ ხოლმე, რომლებსაც რამე გაუკეთებიათ ან ქართულ ლიტერატურაში, ან კულტურაში“, - აცხადებს ხვთისიაშვილი.