
ამერიკაში მოღვაწე ქართველი მსახიობისთვის გასული და მიმდინარე წელი საკმაოდ წარმატებულია. მან მონაწილეობა მიიღო რეჟისორ დომენიკ კუკიას ფილმში, The Courier-ში, ბენედიქტ კამბერბაჩთან ერთად მიიღო და ერთ-ერთი მთავარი როლიც შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ფილმში შესრულებული როლისთვის, მერაბ ნინიძე „მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის“ კატეგორიაში, ბრიტანული დამოუკიდებელი კინოდაჯილდოების, BIFA-ს ნომინაციაზეა წარდგენილი.
