გუშინ ,,იუთუბის” არხზე პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ინტერვიუს თიზერი გავრცელდა. ოპრა უინფრისთვის მიცემულ ინტერვიუში, მეუღლეებმა პირველად ისაუბრეს სამეფო ოჯახიდან წამოსვლის დეტალებზე. სრული ინტერვიუ ეთერში 7 მარტს გავა, იქამდე კი უკვე ცნობილია, რომ ის სკანდალური იქნება. თიზერში მეგანი და ჰარი პრაქტიკულად არ საუბრობენ, კითხვებს მხოლოდ ოპრა უინფრი სვამს და კადრში მეუღლეების ემოციები ჩანს. მაგალითად ოპრა ეკითხება მეგანს: „გაიძულებდნენ გაჩუმებას თუ შენ არ საუბრობდი?“.
საინტერესოა, რომ ინტერვიუ ჯერ მეგან მარკლისთან იწყება, შემდეგ კი მას პრინცი ჰარი უერთდება. ინტერვიუ მეუღლეების სანტა-ბარბარას სახლშია ჩაწერილი და მაყურებელი პირველად იხილავს მეგან მარკლის, რომელმაც ცოტა ხნის წინ მეორე ორსულობის შესახებ განაცხადა.