ნანი ბრეგვაძემ და სტეფანემ დუეტი ჩაწერეს (ვიდეო)
კატეგორიის სხვა სიახლეები
სან სებასტიანის კინოფესტივალზე მსახიობმა ია სუხიტაშვილმა საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში გაიმარჯვა. ინფორმაციას თავად ია სუხიტაშვილი ავრცელებს პირად ფეისბუქგვერდზე.ფესტივალზე საუკეთესო რეჟისორად დასახელდა დეა კულუმბეგაშვილი, საუკეთესო ფილმად კი "დასაწყისი" აღიარეს.
00:41 / 27.09.2020
პოპ-ვარსკვლავის, მადონას კარიერაში სიახლეებია. ახლახანს ინფორმაცია გავრცელდა, რომ ეპოქალური არტისტი ავტობიოგრაფიულ ფილმის გადაიღებს, რომელის რეჟისორიც თავად იქნება. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ლუიზა ჩიკონემ საკუთარი არომატი, სუნამო Madame X გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ სუნამო ვარკვლავმა უკანასკნელი სტუდიური ალბომის შთაგონებით შექმნა.
23:03 / 26.09.2020
იტალიური კინოს ლეგენდა, 86 წლის სოფი ლორენი ეკრანს უბრუნდება. როგორც გამოცემა "გარდიანი" წერს, მსახიობს მალე "ნეტფლიქსის" ახალ პროექტში ვიხილავთ. ეს იქნება კინოვარსკვლავის პირველი როლი 10 წლიანი პაუზის შემდეგ, მისი ბოლო ნამუშევრებია "ჩემი სახლი სავსეა სარკეებით" და "ცხრა". ახალი პროექტის ავტორი სოფი ლორენის ვაჟი, ედოარდო პონტია და ფილმის სახელწოდოებაა "მთელი ცხოვრება წინაა".
19:33 / 26.09.2020
32 წლის მომღერალმა ლიზომ მუსიკალურ ინდუსტრიაში ფურორი არაერთხელ მოახდინა. ის ცნობილია არა მარტო თავისი ჰიტებით, არამედ თავისი სხეულის ფორმებითაც, რომელსაც არასდროს მალავს და არც საზოგადოების რეაქციები აფერხებს.
21:49 / 25.09.2020
როგორც ცნობილია, ჯენიფერ ლოპესი და კოლუმბიელი მომღერალი Maluma ახალ რომანტიკულ ფილმში, Marry Me ითამაშებენ. „ეს არის კოლაბორაცია, რომელიც მუსიკას და კინოს აერთიანებს“– აცხადებს ჯეი ლო. მანამ, სანამ აღნიშნულ ფილმს ვნახავდეთ, არტისტები მოდუნების საშუალებას არ გვაძლევენ. მათ ერთობლივი ნამუშევარი გაავრცელეს.
21:32 / 25.09.2020
თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2011 წელს, თბილისის მერიისინიციატივით დაფუძნდა, ფესტივალის მიზანი დღემდე უცვლელია: განავითაროს ქართული საგუნდო მუსიკა, ხელი შეუწყოს საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნებას, მსმენელს გააცნოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე გუნდების შემოქმედება.

ფესტივალის 9-წლიანი ისტორიის განმავლობაში, გაიზარდა საგუნდო მუსიკის მსმენელის აქტივობა, რაც უდიდესი სტიმულია საქართველოში მოქმედიგუნდებისათვის. ამ ხნის განმავლობაში, ყოველწიურად, საფესტივალო კონცერტები, იმართებოდა, როგორც თბილისის სხვადასხვა საკონცერტო, ასევე ექსპერიმენტულ სივრცეებში, თუმცა წელს, არსებული პანდემიური ვითარების ფონზე, ფესტივალი წარმოგიდგენილი იქნება ღია ცის ქვეშ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში.

საიუბილეო ფესტივალის პროგრამაში, 27 სექტემბრიდან წარმოდგენილი იქნება ოთხი კონცერტი, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ: გ. ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, გორის ქალთა კამერული გუნდი, ვაჟთა ვოკალური ანსამბლი "ფიროსმანი", ახალგაზრდული შერეული გუნდი "თუთარჩელა", ვაჟთა ფოლკლორულიანსამბლი "მძლევარი", საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრთან არსებული ქალთა ანსამბლი "ლირა", სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი, ვაჟთა ფოლკლორული გუნდი "ერქვანი", გორის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი, ანსამბლი "მართვე", თბილისის ქალთა გუნდი, ნ. სულხანიშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, ვაჟთა ფოლკლორული გუნდი "ბიჭები", ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის სტუდენტურიკაპელა, ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო–სადირიჟორო განყოფილების უფროსკლასელთა გუნდი.

ფესტივალის დამფუძნებელი და მუდმივი პარტნიორი – ქ.თბილისის მერია

მხარდამჭერი: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

გენერალური პარტნიორი: საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი

ფესტივალის განამხორციელებელი: ააიპ თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო

ფესტივალი ფესტივალის დირექტორი: ხელოვნებათმცოდნე – მაია ჩაჩავა ფესტივალის

სამხატვრო ხელმძღვანელი: არჩილ უშვერიძე
23:44 / 24.09.2020
ჟურნალი ,,თაიმი" 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით წლის გმირების დასახელებას გეგმავს. ცერემონიალს პრინცი ჰარი და მეგან მარკლიც დაესწრებიან, რომლებმაც ამ ფაქტთან დაკავშირებით სატელევიზიო ინტერვიუ მისცეს.
23:41 / 24.09.2020
ლეგენდარული ჯგუფის, Radiohead-ის ვოკალისტი ტომ იორკი დაქორწინდა. 51 წლის მუსიკოსის რჩეული 36 წლის მსახიობი დაიანა რონჩიონეა. ჯვრისწერის ცერემონია სიცილიაში გაიმართა და მას 120-მდე სტუმარი ესწრებოდა. ყველა სტუმარს დამცავი ნიღაბი ეკეთა, რომელიც ცერემონიალის დაწყებამდე დაარიგეს. წყვილმა უარი თქვა ცეკვაზე და ქორწილის მომსახურე პერსონალი კორნავირუსზე წინასწარ გატესტა.
23:28 / 24.09.2020
"მძევლების" რეჟისორს, რეზო გიგინეიშვილს კორონავირუსი აღმოაჩნდა.
22:10 / 24.09.2020

სამოდელო სააგენტო “IC Model Management”-ის ტოპ მოდელი თათია ახალაია Dolce & Gabbana-ს 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე, მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში გამოვიდა.

19:20 / 24.09.2020
კალენდარი
×