კულტურა
კახი კავსაძე ისევ საავადმყოფოში რჩება. მსახიობი საუნივერსიტეტო კლინიკაში თებერვლის შუა რიცხვებში ფილტვების ანთებით მოათავსეს. კახის ჰოსპიტალიზაცია თავად ექიმმა ლევან რატიანმა ითავა და მორიგი გასინჯვის დროს, პაციენტი თან გაიყოლა კლინიკაში.
01:14 / 11.03.2021
 
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი დარგობრივი სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს.

ამჯერად თეა წულუკიანი საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელობას შეხვდა და ანსამბლის წევრთა სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ანსამბლს არაერთი პრობლემა აწუხებს, მაგრამ უპირველესი ამოცანა მის ინფრასტრუქტურას უკავშირდება. კერძოდ, "ერისიონისთვის" გამოყოფილი ფართი კერძო საკუთრებაა, შენობა რესტავრაცია-რეკონსტრუქციას საჭიროებს და ანსამბლის წევრებს შემოქმედებისთვის არ აქვთ ელემენტარული პირობები.
10:27 / 10.03.2021
 
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რეჟისორი ქეთი დოლიძე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა. განკარგულება პრეზიდენტმა 5 მარტს გამოსცა.
00:19 / 09.03.2021
 
ეთო მიგრიაული, ქართველი მოდელი, რომლის ინტერესებსაც თაკო ჩხეიძის სამოდელო სააგენტო Geomodels წარმოადგენს, საერთაშორისო ბრენდის, David Koma-ს ახალი კოლექციის სახეა. ის პოდიუმზეც გამოვა 4 მარტს, როდესაც კომას ახალი, 2021 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ონლაინჩვენებაა დაგეგმილი. ეთო მონაწილეობს კოლექციის პრეანონსშიც, რომელიც ვიდეორგოლის სახით უკვე გავრცელდა.
17:12 / 04.03.2021
 
მომღერალი ქეთი წიკლაური, მამის, თემურ წიკლაურის გარდაცვალებისა და შემდგომი პერიოდის შესახებ წერს, რომელიც ოჯახს ძალიან მძიმედ გადააქვს.
19:57 / 03.03.2021
 
ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის აკადემიურმა თეატრმა ნინო ანანიაშვილის შემცვლელი იპოვა. ამის შესახებ სააგენტო „რეგნუმი“ იტყობინება.
19:49 / 03.03.2021
 
video
გუშინ ,,იუთუბის” არხზე პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ინტერვიუს თიზერი გავრცელდა. ოპრა უინფრისთვის მიცემულ ინტერვიუში, მეუღლეებმა პირველად ისაუბრეს სამეფო ოჯახიდან წამოსვლის დეტალებზე. სრული ინტერვიუ ეთერში 7 მარტს გავა, იქამდე კი უკვე ცნობილია, რომ ის სკანდალური იქნება. თიზერში მეგანი და ჰარი პრაქტიკულად არ საუბრობენ, კითხვებს მხოლოდ ოპრა უინფრი სვამს და კადრში მეუღლეების ემოციები ჩანს. მაგალითად ოპრა ეკითხება მეგანს: „გაიძულებდნენ გაჩუმებას თუ შენ არ საუბრობდი?“.
16:50 / 02.03.2021
 
ლოს-ანჯელესში „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების 87-ე ცერემონია გაიმართა. კორონავირუსის პანდემიის გამო, ღონისძიება შერეულ ფორმატში ჩატარდა.
14:01 / 01.03.2021
 
მსახიობი, ტელეწამყვანი აჩიკო სოლოღაშვილი და ჟურნალისტი ნუცა ქავთარაძე მშობლები დღეს გახდნენ. მათ პირველი შვილი შეეძინათ.
13:34 / 01.03.2021
 
პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა ახალი უწყების შექმნას მხარი უკვე დაუჭირა.
22:10 / 25.02.2021
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
×