ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი პატარიძემ, დღეს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, სადაც ტერენტი გრანელის ბიუსტის დადგმას განიხილავდნენ, განცხადა რომ ის ტერენტი გრანელსა და საზოგადოებას ბოდიშს უხდის.